saqarTvelos mdinareebi - bJuJi

ტერიტორიული ერთეულები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
სათავე ხინო
სიგრძე 32,5 კმ

 

მდინარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ნატანების მარცხენა შენაკადი. სიგრძე 32,5 კმ, საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 14,3 მ3/წმ, ბჟუჟის მთავარი შენაკადებია კოლოვა და აჭისწყალი.

სათავე აქვს ხინოს მთის ჩრდილოეთ კალთაზე. ჩამოუდის კურორტ გომისმთას. ბჟუჟი გაივლის სოფლებში: გომი, გონებისკარი, წითელმთა, შემოქმედი, კვირიკეთი, ქვემო მაკვანეთი. ქალაქ ოზურგეთში ბჟუჟს უერთდება აჭისწყალი და ორი მცირე მდინარე: ნაბჟუარა და სკურჩა. სოფელ გურიანთასთან ერთვის მდინარე ნატანებს.